თბილისის N16 საჯარო სკოლის სოციალურ მეწარმეთა კლუბმა - „შეუჩერებელნი“ მორიგი პროექტი განახორციელა
22-05-2023
დავით სარაჯიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N16 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. 

ამჯერად, სკოლის სოციალურ მეწარმეთა კლუბმა - „შეუჩერებელნი“ მორიგი პროექტი განახორციელა, რომლის თემაც „მყარი ნარჩენების მართვა“ იყო. 

თემის შესწავლისას, კლუბმა დაგეგმა და განახორციელა პროექტი - „მაკულატურა“, რომლის ფარგლებშიც ერთკვირიანი აქცია - გადავარჩინოთ ხე- მწვანე ნარგავები“ მოაწყო. კლუბის წევრებმა შეაროვეს მაკულატურა, რომელიც შემდეგ მხატვრულ ლიტერატურაში გადაცვალეს და საჩუქრად სკოლის ბიბლიოთეკას გადასცეს.

როგორც სკოლაში ამბობენ, აქციაში სრულიად სასკოლო საზოგადოება ჩაერთო. 

„კლუბს მხარდაჭერა და თანადგომა გაუწია ეკოკლუბ „ოჩოპინტრეს“ საპატიო , აწ უკვე კურსდამთავრებულმა წევრებმა - დავით ლაბაძემ, დავით დარბაიძემ, ანი გაბელაშვილმა და ეკოკლუბის - „პატარა მოგზაურების" აქტიურმა წევრებმა - V კლასის მოსწავლეებმა. უღრმესი მადლობა მათ“,- წერს კლუბის ხელმძღვანელი, სამოქალაქო განათლების წამყვანი მასწავლებელი მარინა მამულაშვილი.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203