იაღუფლოს საჯარო სკოლაში მე-12 კლასელთა საზეიმო გაცილების ღონისძიება გაიმართა
22-05-2023
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ იაღუფლოს საჯარო სკოლაში, მეთორმეტეკლასელთა გაცილება საზეიმო ვითარებაში გაიმართა. 

სასკოლო საზოგადოებამ მოსწავლეებს სკოლის წარმატებით დასრულება მიულოცა, მათ სიმბოლური საჩუქრები გადასცა და ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატება უსურვა. 

კურსდამთავრებულებისთვის სკოლაში საზეიმო ღონისძიება მოეწყო. 

მოსწავლეებმა 12-წლიანი სწავლების მოგონებები გაიხსენეს, ერთმანეთს სამახსოვრო ისტორიები გაუზიარეს და ემოციებით დატვირთულები დაემშვიდობნენ „ცოდნის ტაძარს“. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203