„ერთიანობა და მრავალფეროვნება“ - თბილისის N39 სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებმა, საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში, დისკუსია გამართეს
22-05-2023
თბილისის N39 საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს, რაც მოსწავლეთა სწავლის ხარისხსა და მოტივაციაზე დადებითად აისახება.
ამჯამად, სკოლაში წარმატებით ხორციელდება სასკოლო პროექტი - „ერთიანობა და მრავალფეროვნება“, რომელიც მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესოა.
პროექტის ფარგლებში, მე-7ბ და მე-7ე კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგი თამარ თევდორაშვილის ხელმძღვანელობით, მოაწყვეს დისკუსია თემებზე - სტერეოტიპები, სტიგმა, თანასწორობის პრინციპი, წარმოადგინეს პოსტერები აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მათ ერთხმად აღიარეს, რომ საქართველო მულტიკულტურული სახელმწიფოა, სადაც ერთმანეთის გვერდით მშვიდობიან თანაცხოვრებას ეწევა მრავალი ეთნიკური წარმომადგენელი, რომ ტოლერანტობა სამოქალაქო ცნობიერების უპირველესი ღირებულებაა.
უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს