თბილისის N120 საჯარო სკოლაში მე-12 კლასელებისთვის გაცილების ღონისძიება მოეწყო
22-05-2023
თბილისის N120 საჯარო სკოლაში მეთორმეტეკლასელებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმო გარემოში დაირეკა.

სკოლაში „ბოლო ზარის“ ღონისძიებაზე მოსწავლეებმა სხვადასხვა მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომერი შეასრულეს.

მათ ერთმანეთს თეთრ მაისურებზე საუკეთესო სურვილები დააწერეს, სკოლაში გატარებული 12 წელი გაიხსენეს და სკოლას ემოციურად გამოემშვიდობნენ.

სკოლის დირექტორმა - ნანა ღაჭავამ, დირექტორის მოადგილემ - მზია ვახტანგიშვილმა, Xll 1 კლასის ხელმძღვანელმა - ნინო ბახტაძე-ჭაღიაშვილმა და Xll 2 კლასის ხელმძღვანელმა - შორენა წიქარიშვილმა კურსდამთავრებულებს მიულოცეს სკოლის დამთავრება და წარმატებები უსურვეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, დაწყებითი კლასის პედაგოგები: ნონა ღვდელაძემ და ნინო ბერიტაშვილმა მეთორმეტეკლასელთა გაცილების ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ, რისთვისაც დირექცია მათ დიდ მადლობას უხდის.

ღონისძიებაში დაწყებითი კლასების პედაგოგების - ნონა ღვდელაძის, ნინო ბერიტაშვილის, მანანა მერაბიშვილის, მანანა კასრაძის, ნაირა ჯანჯღავას, გვანცა ღაჭავას მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

„სკოლის დირექცია ასევე დიდ მადლობას უხდის იმ მოსწავლეებს, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი ღონისძიების მომზადებაში. ესენი არიან: ლ. ნეკერაშვილი, ა. ბოჭორიშვილი, ბ. ბოჭორიშვილი, გ. ბიწაძე, მ. აბდუშელიშვილი, თ. კოკაევი, ი. ოსაძე, შ. ჯიაძე, ა. შეყილაძე, ნ. მათიაშვილი, კ. ჩიხლაძე, მ. ტყემალაძე, ა. იობაშვილი, ე. გოგელია“, - აღნიშნავენ სკოოლაში.

დღე ემოციური, საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.

„მიუხედავად იმისა, რომ სასწავლო პროცესი სხვა სკოლის შენობაში მიმდინარეობს, „ბოლო ზარის“ ღონისძიება 120-ე სკოლაში მაინც შედგა, რისთვისაც დიდი მადლობა ღონისძიების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

ვიდეო იხილეთ ბმულზე:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203