ოყურეშის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბიომრავალფეროვნების დღეს კედლის გაზეთი მიუძღვნეს
22-05-2023

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ოყურეშის საჯარო სკოლაში ბიომრავალფეროვნების დღესთან დაკავშირებით, საინტერესო აქტივობა მოეწყო. 

აქტივობაში დაწყებით კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ, ბუნების მასწავლებელი ნანა მამარდაშვილის ხელმძღვანელობით. 

მოსწავლეებმა, მრავალფეროვანი კედლის გაზეთი შექმნეს და სასკოლო სივრცეში განათავსეს, რომ შეეხსენებინათ სასკოლო საზოგადოებისთვის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ბიომრავალფეროვნებისთვის გარემოზე ზრუნვა და მისი დაცვა. 

აღსანიშნავია, რომ აქტივობაში მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203