თბილისის N141 საჯარო სკოლის მოსწავლე ნატალია ირემაშვილი შემოქმედებით კონკურსში წარმატებით მონაწილეობდა
22-05-2023

თბილისის N141 საჯარო სკოლის მოსწავლე ნატალია ირემაშვილი შემოქმედებით კონკურსში წარმატებით მონაწილეობდა. 

კონკურსი სამებაში საპატრიარქოსთან არსებულ ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრში, საქართველოს მაშტაბით სამ ეტაპად ჩატარდა, თემაზე - „ნახატები ბიბლიურ თემაზე“.

საკონკურსო თემაზე ნატალიამ შთამბეჭდავი ნამუშევრები შექმნა.

საინტერესო გამომსახველობითი საშუალებებით, ფერთა გამით, შუა საუკუნეების ფერწერული ნამუშევრების  გავლენითა და ინდივიდუალური ხედვით შექმნილმა ნახატებმა დამსწრეთა დიდი მოწონება დაიმსახურა. 

აღსანიშნავია, რომ ნატალიას პედაგოგი ნატალი ლომიძე გახლავთ დამრიგებელი კი, მანანა ბერიაშვილი. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203