ახალთერჯოლის საჯარო სკოლიდან მე-12 კლასელები სიყვარულით გააცილეს
22-05-2023

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალთერჯოლის საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელებმა სკოლის დამთავრება საზეიმო ვითარებაში აღნიშნეს. 

მოსწავლეებმა ბუშტებითა და ფერადი კვამლით კიდევ უფრო სადღესასწაულო განწყობა შეიქმნეს. 

ახალგაზრდებს სასკოლო საზოგადოებამ სკოლის დამთავრება დიდი სიყვარულით მიულოცა და თეთრი მაისურები სიმბოლურად მისალოცი წარწერებით დაუფარეს. 

მოსწავლეებისთვის დღე ძალიან სახალისო და ამავედროს ემოციებით დატვირთული აღმოჩნდა. 

ამაღელვებელი სანახაობის შემდეგ, კურსდამთავრებულები სკოლიდან გააცილეს და ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატება უსურვეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203