ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლაში „ბოლო ზარი“ ღონისძიებით აღინიშნა
22-05-2023
ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლიდან დირექციამ და მასწავლებლებმა მე-12 კლასის მოსწავლეები ემოციურად, საუკეთესო სურვილებით გააცილეს.
მათთვის სკოლაში ბოლო ზარი საზეიმოდ დაირეკა. კურსდამთავრებულები შესაბამისად გამოეწყვნენ, სკოლაში ერთად გატარებული წლები გაიხსენეს და მასწავლებლებს ყველაფერისთვის მადლობა გადაუხადეს.
გაიმართა ღონისძიებაც, რომლის მიმდინარეობაშიც ყველა დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთო. აღსანიშნავია, რომ გარემო არაჩვეულებრივად იყო მორთული, გაუშვეს ფერადი კვამლიც.
კურსდამთავრებულებს სკოლის დირექტორი, მასწავლებლები და მოსწავლეები ემოციურად დაემშვიდობნენ და ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატება უსურვეს.
უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს