„გაშალეთ ფრთები და იარეთ წარმატებით“ - წმინდა ნინოს სახელობის საირხის მართლმადიდებლური გიმნაზიიდან მე-12 კლასელები სიყვარულით გააცილეს
22-05-2023

წმინდა ნინოს სახელობის საირხის მართლმადიდებლური გიმნაზიაში „ბოლო ზარი“ ემოციურ და საზეიმო ვითარებაში დაირეკა.

მოსწავლეებმა აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება მოაწყვეს, სადაც სკოლაში გატარებული 12 წელი გაიხსენეს.

მათ პედაგოგების ამაგიც არ დატოვეს აღნიშვნის გარეშე, რომლებსაც დიდი წვლილი მიუძღვით მათ განათლებაში.

ბავშვებმა ერთმანეთს თეთრ მაისურებზე საუკეთესო სურვილები დაუტოვეს. მათთვის „ბოლო ზარის“ დღე როგორც სიხარულის მომგვრელი, ასევე სევდიანიც იყო.

სასკოლო საზოგადობამ მეთორმეტეკლასელები საზეიმოდ და დიდი სიყვარულით გააცილა და ცხოვრების ახალ ეტაპზე ბევრი წარმატება უსურვა.

„გზას დაგილოცავთ, ჩვენო ძვირფასებო. გაშალეთ ფრთები და იარეთ წარმატებით. თქვენი სიყვარული ჩვენს სკოლას მრავალი ათეული წელი გაათბობს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

​იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203