ოდიშის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ეროვნული სამოსის დღეს მრავალფეროვანი ღონისძიება მიუძღვნეს
22-05-2023

ალექსანდრე საჯაიას სახელობის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოდიშის N1 საჯარო სკოლაში ეროვნული სამოსის დღე შთამბეჭდავად აღინიშნა. 

სკოლაში, ამ დღესთან დაკავშირებით, სასკოლო ღონისძიება ჩატარდა, სადაც აქტიურად იყვნენ ჩართულნი დაწყებითი და საბაზო საფეხურის მასწავლებლები.  

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიების მიზანი იყო:  საქართველოს სხვადასხვა კუთხეების მივიწყებული რიტუალების აღწერა, სიმღერები და ცეკვები, მხატვრული კითხვა და მოსწავლეთა შემოქმედებითი მხარის წარმოჩენა.

მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია სხვადასხვა კუთხეებზე, მათ ტრადიციებსა და რიტუალებზე.

მოსწავლეებმა განიხილეს კუთხეები: ფშავ- ხევსურეთი, თუშეთი, აჭარა, რაჭა, სვანეთი, გურია, აფხაზეთი და  სამეგრელო.

ბავშვებმა, თითოეული კუთხის დახასიათებასთან ერთად, სკოლაში საცეკვაო ნომრები, ლექსები და სიმღერები წარადგინეს. აღსანიშნავია, რომ ღონისძიება საინტერესოდ და სახალისოდ წარიმართა. 

ღონისძიების ხელმძღვანელი მუსიკის მასწავლებელი ხათუნა ხვიტია გახლდათ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203