თბილისის N191 საჯარო სკოლის დირექტორი თინათინ ბაქრაძე მადლობის სიგელით დაჯილდოვდა
22-05-2023
თბილისის N191 საჯარო სკოლას წარმატებული, სასკოლო საზოგადოების განვითარებაზე ორიენტირებული დირექტორი - თინათინ ბაქრაძე ჰყავს. 

მისი ინიტიაცივით, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთი პოექტი თუ ღონისძიება ეწყობა. დირექტორის ღვაწლს მოსწავლე-მასწავლებლებიც ხედავენ და აფასებენ. ის დამსახურებისთვის არაერთი სიგელისა თუ დიპლომის მფლობელია. 

ვაჟა აბაშიძის სახელობის საქართველოს დამსახურებულმა ანსამბლმა - „ბარაკონი“ სანდრო ახმეტელის დრამატულ თეატრში სოლო-კონცერტი ჩაატარა. ღონისძიებაში ასევე ფოლკლორული ბენდი „ეთნოსი“ და „ჩირაღდანი“ მონაწილეობდნენ. 

კონცერტს საპატიო სტუმრის სტატუსით სკოლის დირექტორი თინათინ ბაქრაძე ესწრებოდა. 

გარდა ამისა, ღონისძიების საპატიო სტუმრები მოხუცთა პანსიონატის - „ბარბარე” ბენეფიციარები იყვნენ. კონცერტის დასასრულს, ანსამბლ „ბარაკონიის“ ქორეოგრაფები და თბილისის N191 საჯარო სკოლის დირექტორი თინათინ ბაქრაძე მადლობის სიგელებით დაჯილდოვდნენ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203