თბილისის N208 სკოლის მოსწავლე გაბრიელ ოთხოზორია საგანმანათლებლო ღონისძიებაზე საინტერესო პრეზენტაციით წარდგა და დამსახურებული წარმატება მოიპოვა
22-05-2023
თბილისის N208 საჯარო სკოლას გამორჩეული, ნიჭიერი, მიზანდასახული და განვითარებაზე ორიენტირებული მოსწავლეები ჰყავს, რომლებიც საინტერესო პროექტებსა თუ ღონისძიებებში აქტიურად ერთვებიან. 

ერთ-ერთი ასეთი VIII¹ კლასის მოსწავლე გაბრიელ ოთხოზორიაა. სასტუმრო „პარაგრაფში“ ახალგაზრდა კრიმინოლოგთა აკადემიის ღონისძიება - ტრენინგი და შეჯიბრი გაიმართა, სწორედ მასში მონაწილეობდა მერვე კლასის მოსწავლე. 

გაბრიელ ოთხოზორიამ პრეზენტაცია პორტუგალიის მანიფესტაციის დებულების შესახებ წარადგინა, რამაც დიდი მოწონება დაიმსახურა და ჯგუფი გამარჯვებულად გამოცხადდა.

სკოლა ულოცავს გამარჯვებას გაბრიელს და უსურვებს წარმატებას მომავალში.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203