დაბა ლენტეხის N1 საჯარო სკოლიდან 13 კურსდამთავრებული დიდი სიყვარულით გააცილეს
22-05-2023
დაბა ლენტეხის N1 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა. 

მშობლიურ სკოლას ამაყი და მომღიმარი 13 კურსდამთავრებული დაემშვიდობა. მათ ტრადიციული თეთრი მაისურები მოირგეს, ერთმანეთს სურვილები დააწერეს, სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს და მასწავლებლებს მადლობა გადაუხადეს. 

გაიმართა ღონისძიებაც, რომლის მიმდინარეობაშიც ყველა დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთო. 

ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა და დამოუკიდებელი ნაბიჯები, მოსწავლეებს მერის მოადგილე - ბერდია ჩანქსელიანმა, საკრებულოს თავმჯდომარე - გიორგი გაზდელიანმა, რესურს-ცენტრის ხელმძღვანელმა - ბადრი ქარდავამ, სკოლის დირექტორმა - ნატო ჯანხოთელმა მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.

„ძვირფასო ბავშვებო, ლენტეხის N1 საჯარო სკოლის პედაგოგები კიდევ ერთხელ გილოცავთ სკოლის დამთავრებას, გისურვებთ ბედნიერ მომავალს და ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში. 

იხილეთ ფოტოები: 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203