„ვიცი, რომ ბევრჯერ მომცემთ თქვენით თავის მოწონების მიზეზს“- თბილისის N9 სკოლიდან მე-12 კლასელები სიყვარულითა და საუკეთესო სურვილებით გააცილეს
22-05-2023
ნოდარ ახალკაცის სახელობის ქალაქ თბილისის N9 საჯარო სკოლიდან მე-12 კლასის მოსწავლეები დიდი სიყვარულით, ემოციურად გააცილეს. 

მათთვის ბოლო ზარი დაირეკა, კურსდამთავრებულებმა ტრადიციული თეთრი მაისურები მოირგეს, ერთმანეთს სურვილები დააწერეს, სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს და მასწავლებლებს მადლობა გადაუხადეს. 

კურსდამთავრებულებს სკოლის დირექტორი, მასწავლებლები და მოსწავლეები ემოციურად დაემშვიდობნენ და ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატება უსურვეს.

მე-12 კლასს პედაგოგმა ხათო ჯორბენაძემ განსაკუთრებულად მიულოცა. 

„მე-12 კლასი - ჩემო პირველებო !!! გილოცავთ, ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპის წარმატებით დასრულებას. უსწრაფესად გაიფრინა დრომ და გულს მიხარებს ჩემი გაზრდილ-დამშვენებული პატარა გენიოსების ცქერა. ამაყი ვარ თქვენით და ვიცი, რომ ბევრჯერ მომცემთ თქვენით თავის მოწონების მიზეზს, თუმცა მე ყველა შემთხვევაში ძალიან მეყვარებით.
ბედნიერ და სიკეთით აღსავსე მომავალს გისურვებთ!
არასდროს დაკარგოთ საკუთარი თავის რწმენა და სიყვარული.
თქვენი შესაძლებლობები უსაზღვროა მიყვარხართ“,- წერს მასწავლებელი ხათო ჯორბენაძე.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203