მეთორმეტეკლასელთა გრანდიოზული გაცილება კასუმლოს საჯარო სკოლაში
22-05-2023
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კასუმლოს საჯარო სკოლაში, მეთორმეტეკლასელთა გრანდიოზული გაცილება მოეწყო. 

კურსდამთავრებულებისთვის სკოლის ზარი ბოლოჯერ დაირეკა, ეს დღე კი მათთვის ემოციებით დატვირთული და ამაღელვებელი იყო. 

აღსანიშნავია, რომ სკოლის დამთავრება ახალგაზრდებმა, ღია ცის ქვეშ შთამბეაჭდავად აღნიშნეს, სასკოლო საზოგადოებას მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრებით გაფორმებული სანახაობა შესთავაზეს და ეს დღე კიდევ უფრო დაუვიწყარი გახადეს. 

ღონისძიების ბოლოს მოსწავლეთა თეთრი მაისურები მისალოცი წარწერებით დაიფარა.

პედაგოგებმა ახალგაზრდებს 12 კლასის წარმატებით დასრულება მიულოცეს და მათ საუკეთესო სურვილებით გააცილეს. 

„გისურვებთ წარმატებულ, ბედნიერ მომავალს“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203