ემოციური და დაუვიწყარი „ბოლო ზარი“ დაგვას საჯარო სკოლაში
22-05-2023
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დაგვას საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელებმა სკოლის დასრულება ამაღელვებელი ღონისძიებით აღნიშნეს. 

მეთორმეტეკლასელები სკოლასა და მასწავლებლებს ემოციურად დაემშვიდობნენ. 

ახალგაზრდებმა, სასკოლო საზოგადოებას შთამბეჭდავი სანახაობა შესთავაზეს, ლექსები მხატვრულად წაიკითხეს და მრავალფეროვანი ნომრებით გაჯერებული წარმოდგენა დადგეს. 

სასკოლო საზოგადოებამ, მოსწავლეებს თეთრ მაისურებზე საუკეთესო სურვილები დაუტოვესს და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა მიულოცეს. 

სკოლასთან დამშვიდობება საკმაოდ ემოციური აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის, ისევე, როგორც პედაგოგებისთვის იყო მათი გაცილება ამაღელვებელი. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203