დარჩიძეების საჯარო სკოლაში მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა
22-05-2023

თემურ ცეცხლაძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩიძეების საჯარო სკოლაში „ბოლო ზარი“ დაირეკა.

მეთორმეტეკლასელები სკოლას ემოციურ და საზეიმო ვითარებაში დაემშვიდობნენ.

მათ თეთრი მაისურები მოირგეს, რომლებზეც ერთმანეთს საუკეთესო სურვილები დააწერეს.

ბავშვებმა სკოლაში გატარებული 12 წელი გაიხსენეს, რამაც მათ შერეული ემოციები - სევდისა და სიხარულის აღუძრა.

მოსწავლეებმა ასევე პედაგოგთა ამაგი აღნიშნეს და მათთან ერთად ეს დღე ხალისიანად,  საინტერესო გაატარეს.

აღნიშნული დღე მათთვის დასამახსოვრებელი და ემოციური იყო.

სასკოლო საზოგადოებამ ისინი დიდი სიყვარულით გააცილა.

სკოლის დირექტორმა დავით სურმანიძემ კი მეთორმეტეკლასელებს სკოლის დამთავრება მიულოცა, მათ მიზნების მიღწევა და ცხოვრების ახალ ეტაპზე ბევრი წარმატება უსურვა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203