„დავაფრთიანეთ კიდევ ერთი თაობა!“ - კვატიის საჯარო სკოლიდან მე-12 კლასელები ემოციურად გააცილეს
22-05-2023
დიმიტრი ხოზრევანიძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ კვატიის საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელებისთვის  „ბოლო ზარი“ საზეიმო ვითარებაში დაირეკა.

ბავშვებმა ერთმანეთს თეთრ მაისურებზე საუკეთესო სურვილები დააწერეს, სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს და სკოლას ემოციურად დაემშვიდობნენ.

ისინი სხვადასხვა ემოციამ - სიხარულმა და ამავდროულად სევდამ მოიცვა.

სასკოლო საზოგადოებაც ასევე ემოციურად დაემშვიდობა მოსწავლეებს და მათ ცოხვრებაში, ყველაფერი საუკეთესო უსურვეს.

„დავაფრთიანეთ კიდევ ერთი თაობა! გილოცავთ, ჯანმრთელობა და წარმატებები ყოფილიყოს თქვენი თანამდევი! ღვთის დალოცვილები იყავით“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203