„ვუსურვებთ დასახული მიზნების განხორციელებას“-  ჩიხის საჯარო სკოლის მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა
22-05-2023
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიხის საჯარო სკოლაში მე-12 კლასის მოსწავლეებს დიდი სიყვარულით, ემოციურად დაემშვიდობნენ. 

მათთვის სკოლაში „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა. კურსდამთავრებულებმა ტრადიციული თეთრი მაისურები მოირგეს, ერთმანეთს სურვილები დააწერეს, სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს და მასწავლებლებს მადლობა გადაუხადეს. 

გაიმართა ღონისძიებაც, რომლის მიმდინარეობაშიც ყველა დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთო. 

კურსდამთავრებულებს სკოლის დირექტორი, მასწავლებლები და მოსწავლეები ემოციურად დაემშვიდობნენ და ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატება უსურვეს.

„სკოლა ულოცავს 2022-2023 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებს სკოლის დამთავრებას. ვუსურვებთ წინსვლას, წარმატებებს და დასახული მიზნების განხორციელებას“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203