ქვემო თხილვანის საჯარო სკოლაში „ბოლო ზარი“ საზეიმო ღონისძიებით აღინიშნა
22-05-2023
დავით მამულაძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო თხილვანის საჯარო სკოლას მე-12 კლასის მოსწავლეები დაემშვიდობნენ.
დაირეკა „ბოლო ზარი“, ამასთან დაკავშირებით კი, საზეიმო ღონისძიებაც გაიმართა. სიტყვით გამომსვლელებმა მეთორმეტე კლასის მოსწავლეებს სკოლის დამთავრება მიულოცეს და ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატებები უსურვეს. თავის მხრივ, მეთორმეტეკლასელებმა მადლობა გადაუხადეს მასწავლებლებს გაწეული ამაგისათვის და პირობა დადეს, რომ იქნებიან ღირსეული ცვლა მათი აღმზრდელებისა.
მათ ტრადიციული თეთრი მაისურები მოირგეს, ერთმანეთს სურვილები დააწერეს, სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს და დრო სასიამოვნოდ გაატარეს.
„სკოლა, საქართველოს დანარჩენი სკოლების მსგავსად, კურსდამთავრებულებს გამოემშვიდობა. დასასრულს, მოსწავლეთა ორგანიზებით, მოეწყო კონცერტი. იყო სიმღერები, ცეკვები, ემოციები, სევდანარევი სიხარულიც და მომავლის იმედი. ხვალ ხომ მათთვის ისტორიის ახალი ფურცელი იშლება. წარმატებები ყველა კურსდამთავრებულს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს