თბილისის N72 საჯარო სკოლაში მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა
22-05-2023

თბილისის N72 საჯარო სკოლაში მე-12 კლასის მოსწავლეებს უდიდესი სიყვარულითა და საუკეთესო სურვილებით დაემშვიდობნენ. 

მათთვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა. ამ თარიღის აღსანიშნავად სკოლის ეზოში გამოსამშვიდობებელი საღამო გაიმართა.

კრწანისის რაიონის გამგებელმა - ბექა მიქაუტაძემ და მთაწმინდა-კრწანისის მაჟორიტარმა დეპუტატმა - ბექა ოდიშარიამ კურსდამთავრებულებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა მიულოცეს.

ღონისძიებაზე სკოლის მოსწავლეები მასწავლებლების, მშობლებისა და მოწვეული სტუმრების წინაშე სხვადასხვა ნომრით წარდგნენ.

მეთორმეტეკლასელებმა ტრადიციული თეთრი მაისურები მოირგეს, ერთმანეთს საუკეთესო სურვილები დაუტოვეს, სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს და მასწავლებლებს მადლობა გადაუხადეს. 

ეს დღე ემოციებით იყო დატვირთული როგორც კურსდამთავრებულებისთვის, ისე მათი მშობლებისა და პედაგოგებისთვის. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203