ქვედა მახუნცეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა - ცირა ფარტენაძემ და თეონა ზოიძემ ლიტერატურულ კონკურსში წარმატება მოიპოვეს
22-05-2023
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა მახუნცეთის საჯარო სკოლას ნიჭიერი, გამორჩეული, შემოქმედებითი და განვითარებაზე ორიენტირებული მოსწავლეები ჰყავს, რომლებიც არაერთ კონკურსსა თუ პროექტში ერთვებიან. 

ამჯერად, სკოლის მოსწავლე ცირა ფარტენაძე დაჯილდოვდა საქართველოს იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგიური კავშირის მოსწავლეთა ლიტერატურულ კონკურსში საუკეთესო ნაწარმოების წარდგენისთვის „სიყვარულით დანახული სამყარო“. 

გარდა ამისა, ამავე სკოლის მოსწავლე თეონა ზოიძე ლიტერატურული ესეების კონკურსში მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა.

სკოლაში მათი მიღწევით ამაყობენ, ულოცავენ და მომავალშიც წარმატებას უსურვებენ. 

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203