„მერცხლებივით გაგვიფრინდნენ ცოდნის ტაძრიდან“ - დაბლაციხის საჯარო სკოლიდან 81-ე გამოშვება გააცილეს
22-05-2023
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბლაციხის საჯარო სკოლიდან მე-12 კლასის მოსწავლეები გააცილეს. 

„ბოლო ზართან“ დაკავშირებით, სკოლაში ღონისძიება - „მოდით, დამილოცეთ გზები სავალია, კარგად შევასრულო რაც მე მავალია“ გაიმართა. მოსწავლეებმა და პედაგოგებმა ის დღეც გაიხსენეს, როდესაც აწ უკვე კურსდამთავრებულებმა სკოლის კარი პირველად შემოაღეს. 

მეთორმეტეკლასელებმა ტრადიციული თეთრი მაისურები მოირგეს, ერთმანეთს სურვილები დააწერეს, სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს და მასწავლებლებს მადლობა გადაუხადეს. 

კურსდამთავრებულებს სკოლის დირექტორი, მასწავლებლები და მოსწავლეები ემოციურად დაემშვიდობნენ და ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატება უსურვეს.

„ბავშვებმა და პედაგოგებმა გაიხსენეს, ის პირველი დღე, როდესაც გულისფანცქალით შემოაღეო სკოლის კარი 81-ე გამოშვებამ, შემოაღეს და ეზიარნენ იაკობ გოგებაშვილის „აი ია-ს“. მერცხლებივით შემოეხვივნენ, პირველი კლასის მასწავლებელს, მაია პაიჭაძეს, ახლა კი მერცხლებივით გაგვიფრინდნენ ცოდნის ტაძრიდან მაღალი სივრცეების დასაპყრობად. ბავშვები დიდი სიყვარულითა და სითბოთი უხდიდნენ მადლობას აღმზრდელ პედაგოგებს, გულში იკრავდნენ და ცრემლმორეული თვალებით ემშვიდობებოდნენ მათ თბილ ბუდეს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203