ახალშენის N2 სკოლის მოსწავლე მარიამ გორგაძემ პრაღაში გამართულ მუსიკალურ კონკურს- ფესტივალში პირველი ადგილი დაიკავა 
22-05-2023
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ გორგაძემ ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის პატივსაცემად გამართულ მუსიკალურ კონკურს- ფესტივალში მონაწილეობდა. 

აღსანიშნავია, რომ კონკურს - ფესტივალი 13-14 მაისს, ქალაქ პრაღაში ჩატარდა.

მარიამი მე-7 კლასის მოსწავლეა, რომელმაც კონკურსში თავი განსაკუთრებით გამოიჩინა და დამსახურებული პირველი ადგილიც დაიკავა. 

მარიამი აღიარეს, როგორც საუკეთესო  პიანისტი საუკეთესოთა შორის.

სკოლის დირექტორი და პედაგოგები ულოცავენ მარიამს ამ დიდ წარმატებას და წინსვლას უსურვებს. 

იხილეთ ფოტოები: 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203