ქვენობნის საჯარო სკოლაში მეთორმეტეკლასელებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმო ვითარებაში დაირეკა
22-05-2023
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენობნის საჯარო სკოლაში კურსდამთავრებულებს „ბოლო ზარი“ საზეიმოდ მიულოცეს.
მოსწავლეებს სასკოლო საზოგადოებამ, სკოლის წარმატებით დასრულება მიულოცა და სიმბოლურად, კეთილი სურვილები თეთრ მაისურებზე დაუტოვა.
როგორც მოსწავლეებისთვის, ეს დღე პედაგოგებისთვისაც ძალიან ემოციური და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა.
მოსწავლეებს, სკოლის დამთავრება განსაკუთრებულად მიულოცა დირექტორმა და მათ წარმატებული მომავალი უსურვა.
„დღე, რომელიც 12 წლის შემდეგ დადგა თქვენს ცხოვრებაში უამრავ სიხარულით სავსე წლებითა და სტუდენტობის, წარმატებული და ბედნიერი მომავლის დღე ყოფილიყოს თქვენთვის! მიყვარხართ! უფალი იყოს თქვენი მფარველი!“,- ახალგაზრდებს სკოლის დირექტორი მარინა ცინცაძე მიმართავს.
უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს