„ინფორმაციული ეთიკის ნორმები“ - სამთაწყაროს საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტი განხორციელდა
22-05-2023
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლაში პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო პროექტებსა და აქტივობებს სთავაზობენ.

ამჯერად, სკოლის VI კლასში კომპიუტერული ტექნოლოგიების გაკვეთილზე, პედაგოგმა ეკატერინე ჩიტაურმა პროექტი -  „ინფორმაციული ეთიკის ნორმები“ განახორციელა.

პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა, თანატოლებისთვის შექმნეს საინტერესო და განსხვავებული თემის ვიდეორგოლები ინფორმაციული ეთიკის, ქსელური ეტიკეტის - ნეტიკეტის შესახებ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მათ გამოიყენეს საავტორო უფლების დაცვით ინტერნეტში მოძიებული რესურსები და თავიანთი სათქმელი გასაგებად ჩამოაყალიბეს.

„მათ ასევე, გაიგეს რას ნიშნავს ეტიკეტი - თავაზიანი მოქცევის, ადამიანებს შორის ურთიერთობის ფორმების მიღებული წესები და ნეტიკეტი ანუ ქსელური ეტიკეტი (სოციალურ ქსელებში ქცევის / ურთიერთობის მიღებული ფორმები), თავაზიანი ტონი, ურთიერთპატივისცემა საერთაშორისო ქსელში, რომ უნდა იყვნენ მეგობრული სხვების მიმართ და ეცადნენ არ გაანაწყენო ისინი. პატივი სცენ მეგობრების მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას ინტერნეტში. არ გამოაქვეყნონ მათი ფოტოსურათები დაუკითხავად. ეცადონ, ზომიერად გამოიყენონ ემოციების გამომხატველი სიმბოლოები“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მათ აღნიშნულ დღეს ასევე საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს და ასევე, თემა - „ეთიკის ნორმები ბუნებაში“ განიხილეს.

ასევე ისაუბრეს, იმის შესახებ, თუ როგორი მნიშვნელოვანია ბუნების მოფრთხილება.

პროექტი საინტერესო და ინფორმაციული იყო, რომელმაც ცოდნა შესძინა მოსწავლეებს.

„წარმატებებეს ვუსურვებ მათ და კიდევ მრავალი პროექტის განხორციელებას“, - აღნიშნავს პედაგოგი.

მსგავსი პროექტები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობას ზრდის.

იხილეთ ვიდეო:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203