კოთელიის საჯარო სკოლის VIII კლასში საინტერესო ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა
22-05-2023
თამაზ მელიქიძის სახელობის ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კოთელიის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო, მრავალფეროვანი და მოსწავლეთა განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობებითაა გაჯერებული.
ეს ყველაფერი კი მოსწავლეების მოტივაციასა და სწავლის სურვილზე დადებითად აისახება. ამჯერად, VIII კლასში საგნების - ქართული ენისა და ლიტერატურისა და ისტორიის ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა. მას პედაგოგი თამარ დევდარიანი უძღვებოდა.
მოსწავლეები გაკვეთილის მიმდინარეობაში დიდი მონდომებით, ინტერესითა და პასუხისმგებლობით ჩაერთნენ. მათ ცოდნა და შესაძლებლობები წარმატებით გამოავლინეს.
„პირველი მცდელობისთვის ძალიან კარგი იყო, მადლობა ჩემს მოსწავლეებს აქტიურობისა და მაღალი მოტივაციისათვის“,- წერს მასწავლებელი.
უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს