„დედაენა - ჩვენი ცოდნის ლამპარი“- წყალტუბოს N3 საჯარო სკოლის პირველ კლასში ღონისძიება ჩატარდა
22-05-2023
წყალტუბოს N3 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წარმატებულ მომავალზე პირველივე კლასიდან ზრუნავენ.
პედაგოგები მათ საინტერესო აქტივობებსა და სწავლისას თანამედროვე მიდგომებს სთავაზობენ. ამჯერად, პირველ კლასში ღონისძიება - „დედაენა-ჩვენი ცოდნის ლამპარი“ ჩატარდა. მოსწავლეები მის მიმდინარეობაში დამრიგებელ ცირა გეგუჩაძის ხელმძღვანელობით ჩაერთნენ.
მათ სასწავლო წლის განმავლობაში მიღებული ცოდნა შეაჯამეს და შესაძლებლობები წარმოაჩინეს - იმღერეს, ლექსები წაიკითხეს, იცეკვეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
აღსანიშნავია, რომ გარემოც არაჩვეულებრივად, საზეიმოდ იყო მორთული.
„მოსწავლეები ლექსებით, სიმღერებითა და ცეკვებით მოეფერნენ ჩვენს ტკბილ ქართულ ანბანს და იაკობ გოგებაშვილს, რომლის შესანიშნავ იდეებზე იზრდებოდნენ, იზრდებიან და კვლავაც გაიზრდებიან მომავალი თაობები“,- ამბობენ სკოლაში.
უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს