ორჯის საჯარო სკოლაში მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა
22-05-2023
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ორჯის საჯარო სკოლა 13 კურსდამთავრებულს დაემშვიდობა. 

სკოლაში მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა. მათ ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა ყველამ, განსაკუთრებულად კი, დამრიგებელმა - გაინე მანუკიანმა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

გაიმართა ღონისძიება, რომელიც ძალიან მრავალფეროვანი და საინტერესო იყო. კურსდამთავრებულებმა, მადლობის ნიშნად, მასწავლებლებს ლექსები მიუძღვნეს და ყვავილები აჩუქეს. 

სკოლასთან დამშვიდობება მეთორმეტეკლასელთათვის ძალიან ემოციური იყო, მათ ერთად გატარებული წლები გაიხსენეს, სხვადასხვა ნომერი შეასრულეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. 

აღსანიშნავია, რომ გარემო არაჩვეულებრივად იყო მორთული, რაც საზეიმო განწყობას კიდევ უფრო ამაღლებდა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203