თეთრიწყაროს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოქმედებით კონკურსში წარმატება მოიპოვეს
22-05-2023
თეთრიწყაროს N1 საჯარო სკოლას ნიჭიერი, შემოქმედებითი, განვითარებაზე ორიენტირებული მოსწავლეები ჰყავს, რომლებიც სასწავლო წლის განმავლობაში არაერთ პროექტსა თუ ღონისძიებაში ერთვებიან.
ამჯერად, ისინი საქართველოს იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგთა კავშირის გამოცხადებულ კონკურსში - „სიყვარულით დანახული სამყარო“ მონაწილეობდნენ. კონკურსის მიზანი ორიგინალური ლიტერატურული ნაწარმოებების გამოვლენა და ნორჩ ხელოვანთა შემოქმედების წარმოჩენა იყო.
გამარჯვებულები საქართველოს იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგთა კავშირის შექმნილმა სპეციალურმა ჟიურიმ გამოავლინა, რომელმაც თეთრიწყაროს N1 საჯარო სკოლის 4 მოსწავლე: თათია წიკლაური (მე-12 კლასი), ანა ზანგურაშვილი (მე-11 კლასი), მარიამ ჯანიაშვილი (მე-11 კლასი), ნუნუ წიკლაური (მე-10 კლასი) - საუკეთესო ათეულში დაასახელა და დასაჯილდოებლად რუსთავის „აკადემიურ ქალაქში“ მიიწვია. მოსწავლეებს სიგელები გადაეცათ.
აღნიშნულმა მოსწავლეებმა შექმნეს როგორც ესსები, ასევე ნახატები. მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და ცოდნა გაიღრმავეს.
გარდა ამისა, საქართველოს იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგთა კავშირმა გამოსცა სპეციალური წიგნი „სიყვარულით დანახული სამყარო“, რომელშიც მარიამ ჯანიაშვილის ესსე - „სიყვარულისთვის ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი“ დაიბეჭდა. მასვე გადაეცა საპატიო სიგელი.
სკოლა ულოცავს მოსწავლეებს წარმატებას და კიდევ უფრო დიდ გამარჯვებებს უსურვებს.
უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს