„მზე შინა“- თეთრიწყაროს N1 საჯარო სკოლის მე-2 კლასში საინტერესო ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა
22-05-2023

თეთრიწყაროს N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო, შედეგზე ორიენტირებული აქტივობებითაა გაჯერებული. 

ამჯერად კი, მე-2 კლასში ქართული ენისა და ლიტერატურის და მუსიკის ინტეგრირებული გაკვეთილი, თემაზე - „მზე შინა“ ჩატარდა. 

გაკვეთილის მიზანი იყო: ახალი მხატვრული ტექსტის წაკითხვა, ტექსტის გაგება-გააზრება, ცოდნის ტრანსფერი ქართულ ენას და ლიტერატურასა და მუსიკას შორის, ტექსტის შინაარსის დაკავშირება ხალხური სიმღერის სადღესასწაულო როლთან.

მოსწავლეები ქართული მითოლოგიიდან მზესთან დაკავშირებულ ინფორმაციასა და მზისადმი მიძღვნილ ხალხურ შემოქმედებას გაეცნენ. გარდა ამისა, წაიკითხეს ლექსი, მოისმინეს, თავადაც იმღერეს და შექმნეს ნამუშევარი „როგორ ვხედავ მზეს“.

როგორც სკოლაში ამბობენ, გაკვეთილმა საინტერესოდ და ხალისიანად ჩაიარა.

„ინტეგრაცია სასწავლო პროცესში სამყაროზე მთლიანობითი წარმოდგენის ფორმირების, მოვლენებისა და პროცესების არსებითი ურთიერთკავშირის გაგების ხელშემწყობი ხდება. იგი აფართოებს შესასწავლი მასალის თემატიკას, იწვევს მოვლენების უფრო ღრმა ანალიზისა და განზოგადების აუცილებლობას.
ინტეგრირებული გაკვეთილი იძლევა საშუალებას, მოსწავლეები შევაჩვიოთ სინთეზურ აზროვნებას. ინტეგრირებული გაკვეთილი მოსწავლეს ეხმარება, ერთი საგნის წინარე ცოდნა გამოიყენოს მეორე საგნის ასათვისებელი მასალის საფუძვლად. საინტერესოს და სახალისოს ხდის სასწავლო პროცესს და ამაღლებს მოტივაციას.
სწავლა-სწავლების გაუმჯობესებისა და მოსწავლეებისთვის საინტერესო გაკვეთილის შეთავაზების მიზნით, მასწავლებლები წლების განმავლობაში ხშირად თანამშრომლობენ ერთმანეთთან, გეგმავენ და ატარებენ ინტეგრირებულ გაკვეთილებს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203