ზედა აჭყვას საჯარო სკოლის დირექტორს - მალხაზ ნატარიძეს თანამშრომლებმა დაბადების დღე დიდი სიყვარულითა და პატივისცემით მიულოცეს
22-05-2023
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა აჭყვას საჯარო სკოლას მიზანდასახული, მოტივირებული, მოსწავლეთა, პედაგოგთა და საკუთარ განვითარებაზე ორიენტირებული დირექტორი - მალხაზ ნატარიძე ჰყავს. 

აღსანიშნავია, რომ ის ქობულეთის მუნიციპალიტეტში ყველაზე ახალგაზრდა დირექტორია და მისი მოღვაწეობის განმავლობაში, სკოლამ არაერთ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია - მოსწავლეები მეტად მოტივირებულები არიან, ხოლო პედაგოგები საგაკვეთილო პროცესში ბოლომდე იხარჯებიან. 

საყურადღებოა, რომ მას „ეტალონმა“ სასკოლო აქტივობა-სიახლეების, სკოლის, მოსწავლეებისა და სასკოლო საზოგადოების წარმოჩენისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის დიპლომი გადასცა. ეს კი კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, თუ რამდენად აქტიური, წარმატებული და გამორჩეული დირექტორია მალხაზ ნატარიძე.

მალხაზ ნატარიძეს სკოლაში კოლეგებმა იუბილე განსაკუთრებულად, უდიდესი სიყვარულითა და პატივისცემით მიულოცეს და წინსვლა უსურვეს.

„ჩვენი სკოლის ახალგაზრდა მოტივირებულ დირექტორს ვულოცავთ დაბადების დღეს! ვუსურვებთ ბედნიერ ცხოვრებას თავის ოჯახთან ერთად და კარიერულ წინსვლას ჩვენთან ერთად“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში. 

etaloni.ge მილოცვას უერთდება და დირექტორს წარმატებას უსურვებს იმ კეთილშობილურ საქმეში, რომელსაც ის ემსახურება. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203