მარაბდის საჯარო სკოლაში ბუნებისმეტყველებაში კონკურსი ჩატარდა
22-05-2023

9 ძმა ხერხეულიძის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მარაბდის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით, მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული გაკვეთილები და კონკურსები ტარდება.

ამჯერად, სკოლაში კონკურსი ბუნებისმეტყველებაში ჩატარდა.

მისი მიზანი, როგორც სკოლაში გვიყვებიან, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საგნების მიმართ მიღებული თეორიული ცოდნის რეალიზება, სხვადასხვა უნარის გამოვლენისა და განვითარების ხელშეწყობა იყო.

კონკურსში დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა გუნდები მონაწილეობდნენ.

მათ ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს და საჭირო უნარები შეიძინეს.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი კონკურსები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203