ქუთაისის N12 საჯარო სკოლის მე-11 კლასელებმა ტაო-კლარჯეთის ისტორიული ძეგლების შესახებ საინტერესო პრეზენტაცია გამართეს
22-05-2023

ქუთაისის N12 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეებმა საინტერესო პრეზენტაცია გამართეს. 

მოზარდებმა პრეზენტაცია, სკოლაში პროექტის - „ჩემო მიწავ“ (საქართველოს საზღვრების ცვლილებები, დაკარგული ტერიტორიები ), ფარგლებში წარადგინეს.

აღსანიშნავია, რომ პროექტის ხელმძღვანელი ისტორიის წამყვანი პედაგოგი ცისანა ურთმელიძე გახლავთ. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა დაამუშავეს ინფორმაცია საქართველოს ისტორიული მხარის - ტაო-კლარჯეთის შესახებ, მათ მნიშვნელოვანი რესურსი შექმნეს, რომელშიც ვრცლად გადმოსცეს ამ ტერიტორიაზე არსებული ეკლესია-მონასტრების ისტორიული და დღევანდელი მნიშვნელობა.

აღსანიშნავია, რომ პრეზენტაციას სკოლის პედაგოგები, დირექცია, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები ესწრებოდნენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203