„წელიწადის დროები“- წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის პირველ კლასში კომპლექსური დავალების პრეზენტაცია ჩატარდა
22-05-2023
ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები კომპლექსურ დავალებებს უდიდესი მონდომებით ასრულებენ.

ამჯერად, კომპლექსური დავალების - „წელიწადის დროები“ პრეზენტაცია ქართულ ენასა და ლიტერატურაში პირველ კლასში ჩატარდა. მას საგნის მასწავლებელი და კლასის დამრიგებელი იამზე წულუკიძე უძღვებოდა. 

ძირითად რესურსს იაკობ გოგებაშვილის „ოთხი სურვილი“ წარმოადგენდა. კომპლექსური დავალების პირობა კი შემდეგი იყო - „შეავსე წერილობითი მახასიათებლების ცხრილი და მასზე დაყრდნობით შეადარე წელიწადის ორი დრო (ზამთარი და ზაფხული) ერთმანეთს“.

როგორც სკოლის დირექტორი ფაქიზო ფანჩულიძე წერს, მოსწავლეებმა კარგად გაართვეს თავი დავალებას, სრულყოფილად შეავსეს წერილობითი მახასიათებლების ცხრილი და წარადგინეს კლასის წინაშე.

პრეზენტაციამ დიდი წარმატებით ჩაიარა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203