„სიკეთის ძალა“- ცხუნკურის N2 საჯარო სკოლის მე-4 კლასელებმა, კომპლექსური დავალების ფარგლებში, იგავი შექმნეს
22-05-2023
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუნკურის N2 საჯარო სკოლის მე-4 კლასში, ქართულ ენასა და ლიტერატურაში კომპლექსური დავალების პრეზენტაცია ჩატარდა.

შეხვედრას, მასწავლებელი დარეჯან ტუსკაძე ხელმძღვანელობდა.

კომპლექსური დავალების თემა  - სიკეთის ძალა გახლდათ, რომელიც გულისხმობდა სულხან-საბას იგავის - „უკან მიდევნებული ლამპარის“, - შეგონების საფუძველზე იგავის დაწერას.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა, დავალებაზე დიდი ინტერესით იმუშავეს და საინტერესო ნამუშევრები და ფოტომასალა წარადგინეს. 

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, გაკვეთილმა, რომელიც ურთიერთსიყვარულს, პატივისცემას, სიკეთის კეთებას, ახალი პროდუქტის შექმნის უნარის ჩამოყალიბება-განმტკიცებას ემსახურებოდა, მიზანს მიაღწია.

„ვიმედოვნებთ ამ ღირებულებებით იცხოვრებენ ჩვენი პატარები“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

აღსანიშნავია, რომ სკოლის დირექტორმა ნინო ჯალიაშილმა, მოსწავლეები დადებითად შეაფასა და მათ წარმატებები უსურვა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203