ცხუნკურის N2 სკოლის პედაგოგმა - შორენა აფულავამ პირველკლასელებს საინტერესო კომპლექსური დავალება შესთავაზა
22-05-2023
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუნკურის N2 საჯარო სკოლაში კომპლექსური დავალებებით სწავლება აქტიურად მიმდინარეობს. 

ახლახან, პირველ კლასში, საინტერესო კომპლექსური დავალების პრეზენტაცია ჩატარდა. დავალება მოსწავლეებს, მასწავლებელმა -  შორენა აფულავამ ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე შესთავაზა. 

კომპლექსური დავალების თემა - პერსონაჟების გამოძერწვა ნ. ნაკაშიძის მოთხრობა – „ჩიტის ბუდეს“ მიხედვით, გახლდათ, რომელზეც მოსწავლეებმა დიდი მონდომებითა და ინტერესით იმუშავეს. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა საინტერესო ნაშრომები წარადგინეს 

სკოლაში აღნიშნავენ, რომ გაკვეთილმა, რომელიც ახალი პროდუქტის შექმნის უნარის ჩამოყალიბება-განმტკიცებას ემსახურებოდა, მიზანს მიაღწია.

აღსანიშნავია, რომ სკოლის დირექტორმა - ნინო ჯალიაშილმა მასწავლებელსა და პირველი კლასის მოსწავლეებს წარმატება უსურვა.  

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203