გომაროს საჯარო სკოლაში სპორტულ-გასართობი შეჯიბრი გაიმართა
22-05-2023
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ გომაროს საჯარო სკოლაში, სპორტულ-გასართობი შეჯიბრი ჩატარდა, რომელშიც მოსწავლეები დიდი მონდომებით ჩაერთნენ.

შეჯიბრი - „მხიარული სტარტები“, სპორტის მასწავლებლის - ჯურხა ცეცხლაძისა და სკოლის დირექტორის - თენგიზ გობაძის ინიციატივითა და დაწყებითი საფეხურის მოსწავლეების ჩართულობით გაიმართა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, სპორტულ ღონისძიებაში, მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ, თავიანთი შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.

საბოლოოდ კი, მეგობრობამ გაიმარჯვა.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა სპორტულ აქტივობებში ჩართულობასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას დიდი ყურადღება ეთმობა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203