„ტოლერანტობა ჩვენ გარშემო“ - ხონის N2 საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტი განხორციელდა 
22-05-2023

აკაკი ჩხენკელის სახელობის ხონის N2 საჯარო სკოლაში საინტერესო აქტივობები და პროექტები ხორციელდება.

ამჯერად, სკოლაში სასკოლო პროექტი - „ტოლერანტობა ჩვენ გარშემო“ ჩატარდა.

მე-7 კლასის მოსწავლეებმა მუსიკის პედაგოგ ფ. სულაბერიძის ხელმძღვანელობით, აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, სხვადასხვა აქტივობა ჩაატარეს.

შექმნეს საინტერესო ნახატები, ფაზლი და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.

მეშვიდეკლასელებმა ასევე, როგორც სკოლაში გვიყვებიან, მეორადი გამოყენების მასალისგან ტაძარი „ააგეს“ და მაკეტი პრეზენტაციის სახით, მე-3 კლასის მოსწავლეებს წარუდგინეს.

„პროექტის მიზანი: სკოლის საბაზო საფეხურის მოსწავლეებში მულტიკულტურალიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და ტოლერანტული ღირებულებების ჩამოყალიბების გზით, სასკოლო საზოგადოებაში მშვიდობიანი გარემოს შექმნა იყო“, - აღნიშნავენ სკოლაში.

დღე საინტერესო, ინფორმაციული და დასამახსოვრებელი იყო.

„დიდი მადლობა ძალიან ნიჭიერ, შემოქმედებით,კრეატიულ ბავშვებს“, - გვიყვებიან სკოლაში.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203