„ყვავილები მღერიან“ - ხონის N2 საჯარო სკოლის მე-5 კლასელთა წარმტაცი ღონისძიება 
22-05-2023

აკაკი ჩხენკელის სახელობის ხონის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარებისა და შემოქმედებითი უნარების წარმოჩენის მიზნით, საინტერესო ღონისძიებები და აქტივობები იმართება.

ამჯერად, სკოლის მე-5 კლასში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა საგაზაფხულო ღონისძიება - „ყვავილები მღერიან“ ჩაატარა.

პედაგოგისა და მშობელთა ჩართულობით სკოლაში საზეიმო გარემო მოეწყო.

მათ, როგორც სკოლაში გვიყვებიან, დახვეწილი სცენარი დადგეს და ულამაზესი ხელოვნური ყვავილების ზღვა შეკრეს.

მოსწავლეებმა კი ღონისძიებაზე ლექსები შესანიშნავად წაიკითხეს და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.

„მოსწავლეების საოცარი გრძნობით წაკითხული ულამაზესი ლექსები, სასიამოვნო სანახავი და მოსასმენი იყო. ერთმანეთს ენაცვლებოდნენ მუსიკის მასწავლებელ ფიქრია სულაბერიძესთან ერთად ამღერებული მოსწავლეები, მშობლები, წარმოდგენილი იყო ქორეოგრაფ ელენე დვალიშვილის მომზადებული ცეკვები“, - გვიყვებიან სკოლაში.

ღონისძიება საინტერესო, დასამახსოვრებელი და ემოციური იყო.

„მადლობა, ბავშვებო, მადლობა მშობლებო, გმადლობთ, მასწავლებლებო!“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეებს სასწავლო პროცესში მეტად რთავს და მოტივაციას უმაღლებს.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203