ორღულის საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგი ნათია ხარაიშვილი საერთაშორისო პროექტებში აქტიურად მონაწილეობს
22-05-2023

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორღულის საჯარო სკოლას პროფესიონალი, მოსწავლეთა განვითარებასა და საკუთარ კარიერულ წინსვლაზე ორიენტირებული პედაგოგები ჰყავს, რომლებიც სასწავლო წლის განმავლობაში არაერთ აქტივობას ახორციელებენ. 

ერთ-ერთი ასეთი ინგლისური ენის პედაგოგი ნათია ხარაიშვილია. ამჯერად, ის GLOBAL FRIENDS CLUB-ის გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში თემით - „კლასის მართვა“ მომხსენებელი იყო. 

გარდა ამისა, ის 2SDIGI STILL-ის გამართულ საერთაშორისო ვებინარში მონაწილეობდა, სადაც პედაგოგმა თემა - „მდგრადი განვითარების მიზნები პრაქტიკაში“ წარადგინა. მასწავლებელმა ასევე ისაუბრა იმ გამოცდილებაზე, რაც ორღულის საჯარო სკოლის ინიცირებულ პროექტებში - „ბუნება ჩვენი სახლია“, „ვიცხოვროთ ჯანსაღად“, და „ადამიანი და მისი უფლებები“ - დაუგროვდა.

სკოლაში პედაგოგის აქტიურობა ახარებთ და წარმატებას უსურვებენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203