არეშფერანის საჯარო სკოლიდან მე-12 კლასის მოსწავლეები სიყვარულითა და საუკეთესო სურვილებით გააცილეს
22-05-2023
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ არეშფერანის საჯარო სკოლაში მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა. 

ეს დღე მათთვის გამორჩეული და დასამახსოვრებელი იყო. როგორც სკოლაში ამბობენ, კურსდამთავრებულებმა კლასის დამრიგებელ ნინო ცერცვაძესა და დირექტორ სტელა გიგოლაევას სასიამოვნო სიურპრიზები მოუწყვეს.

მეთორმეტეკლასელებმა თეთრი პერანგები მოირგეს, ერთმანეთს მაისურებზე საუკეთსო სურვილები დაუტოვეს, სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს და პედაგოგებს მადლობა გადაუხადეს. 

„დამირგებელი ნინო ცერცვაძე და სკოლის დირექტორი სტელა გიგოლაევა სასაიმოვნოდ გაოცებულნი და ბედნიერები იყვნენ.  თითოეულმა მათგანმა მოსწავლეებს გზა დაულოცა ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლისას და ცრემლებიც ვერ შეიკავა. სკოლა სრულიად საქართველოს მეთორმეტეკლასელებს ულოცავს სკოლის დამთავრებას, თითოეულ მოსწავლეს უსურვებს წინსვლასა და წარმატებას“,- ვკითხულობთ სკოლის მისალოც წერილში. 

იხილეთ ვიდეოები და ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203