„ჩვენ გვიყვარს ვეფხისტყაოსანი“ - ხონის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო სასწავლო პროექტის პრეზენტაცია გამართეს
19-05-2023
აკაკი ჩხენკელის სახელობის ხონის N2 საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. მოსწავლეებისთვის განსაკუთრებით ძვირფასია ქართველი ენის საგანძური „ვეფხისტყაოსანი“, რომელსაც საინტერესო პროექტი მიუძღვნეს. 

11 აპრილს, მე-6და მე-10 კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ ავლორა ომანაძე-ასლანიკაშვილის ხელმძღვანელობით, ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე, პროექტის - „ჩვენ გვიყვარს ვეფხისტყაოსანი“ პრეზენტაცია გამართეს. 

მოსწავლეებმა, „ვეფხისტყაოსანთან“, დაკავშირებით ამომწურავად ისაუბრეს, საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს და სასკოლო საზოგადოებას შესთავაზეს, შედეგად კი დამსწრეთა მაღალი შეფასება დაიმსახურეს. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პრეზენტაციას მოსწავლეთა მშობლები, მასწავლებლები და სკოლის მოსწავლეები ესწრებოდნენ. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203