დიდი ჭყონის N2 საჯარო სკოლაში მინი ფეხბურთში შიდასასკოლო შეჯიბრი გაიმართა
19-05-2023
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეებში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ეცევა. შესაბამისად, დირექციისა და პედაგოგთა ძალისხმებით, მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი როგორც სკოლის შიდა, ისე გარე სპორტულ ღონისძიებებსა თუ აქტივობებში. 

ამჯერად, სკოლაში, სპორტის პედაგოგ მუხრან არახამიას ხელმძღვანელობით, მინი ფეხბურთში შიდასასკოლო შეჯიბრი გაიმართა. 

ერთმანეთს მოსწავლეთა გუნდები შეეჯიბრნენ. მოსწავლეები შეჯიბრში ხალისით ჩაერთნენ და სპორტული შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203