ქობულეთის საერო სკოლა „ფარნავაზის“ მოსწავლეებმა სასამართლოში იმიტორებული პროცესი მოაწყვეს 
19-05-2023

ქობულეთის საერო სკოლა „ფარნავაზის“ მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო პროექტსა და აქტივობაში ერთვებიან.

ამჯერად, სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეები ქობულეთის მაგისტრატ სასამართლოში იმყოფებოდნენ სადაც მოსამართლის, პროკურორის, ადვოკატისა და დამნაშავის როლები მოირგეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, სასამართლომ მშვიდ გარემოში ჩაიარა და განაჩენიც სამართლიანად გამოიტანეს.

აქტივობაში მოსწავლეები მონდომებითა და ინტერესით მონაწილეობდნენ.

„მადლობა მინდა ვუთხრა თითოეულ მოსწავლეს ჩართულობისთვის და ასევე წარმატებები მინდა ვუსურვო ჩემს მომავალ იურისტებს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას მნიშვნეოვანი ყურადღება ექცევა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203