„ჩვენი სკოლის ათი მარგალიტი გოგონა“ - ლემშვენიერას საჯარო სკოლიდან მე-12 კლასელები სიყვარულით გააცილეს
19-05-2023

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ლემშვენიერას საჯარო სკოლაში მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა. 

სკოლიდან მოსწავლეები დიდი სიყვარულით გააცილეს. დირექციამ და პედაგოგებმა კურსდამთავრებულებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარება და ახალი მწვერვალების დაპყრობა უსურვეს. მოსწავლე-მასწავლებლებმა მეთორმეტეკლასელებს თეთრ მაისურებზე საუკეთესო სურვილები დაუტოვეს. დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებმა კი თავის მხრივ, პედაგოგებს შრომისა და ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადეს.

სკოლის დირექცია მოსწავლეებს სკოლის დამთავრებას კიდევ ერთხელ ულოცავს. 

„ლემშვენიერას საჯარო სკოლის და სრულიად საქართველოს ყველა მეთორმეტეკლასელს გილოცავთ სკოლის დამთავრებას. გისურვებთ, წარმატებით გადალახოთ ეროვნული და ყველა სხვა გამოცდა, რომლებიც ცხოვრების გზაზე შეგხვდებათ. ლაღი, საინტერესო და შინაარსიანი მომავალი გქონდეთ. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი სახით ღირსეული, თავისუფალი, პატრიოტული და სრულფასოვანი მოქალაქეები შეემატა ჩვენს ქვეყანას. მიყვარხართ ჩემო ლამაზებო და ჭკვიანებო! ჩვენი სკოლის ათი მარგალიტი გოგონა“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203