შუქრუთის N1 საჯარო სკოლიდან 2023 წლის კურსდამთავრებულები დიდი სიყვარულით გააცილეს
19-05-2023
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის N1 საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელთათვის „ბოლო ზარი“, საზეიმოდ დაირეკა. 

კურსდამთავრებულებმა სკოლის დასრულება შთამბეჭდავი ღონისძიებით აღნიშნეს, საგანგებოდ მორთეს სასკოლო სცენა და სასკოლო საზოგადოებას ემოციური სანახაობა შესთავაზეს. 

პედაგოგებმა და მოსწავლეებმა, ახალგაზრდებს მაისურზე საუკეთესო სურვილები დაუტოვეს, სკოლის დასრულება მიულოცეს და წარმატებას უსურვეს. 

აღსანიშნავია, რომ წელს სკოლა სულ ხუთმა მოსწავლემ დაასრულა, ესენია: ასნიძე ბექა, ასანიძე შაქრო, ასანიძე ლიკა, დარბაიძე გიორგი და კუპატაძე მაყვალა.

„გვინდა წარმატებები ვუსურვოთ მოსწავლეებს“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203