მე-12 კლასელთა ემოციური და შთამბეჭდავი „ბოლო ზარი“ ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლაში
19-05-2023
ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის მეთორმეტეკლასელებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა.
დირექციის ინიაციატივით, მათ ტრადიციულად, ბათუმის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში პარაკლისი გადაიხადეს, შემდგომ 2023 წლის კურსდამთავრებულთა საზეიმო გაცილება გაიმართა.
მოსწავლე-მასწავლებლებმა მე-12 კლასელებს თეთრ მაისურებზე საუკეთესო სურვილები დაუტოვეს.
მოსწავლეებმა სკოლაში გატარებული 12 წელი გაიხსენეს, დირექციასა და მასწავლებლებს გაწეული შრომისა და ღვაწლისთვის მადლობა გადუხადეს, საინტერესო სანახაობა დადგეს და მშობლიურ სკოლას ემოციურად დაემშვიდობნენ.
დირექციამ და პედაგოგებმა კი მათ ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა მიულოცეს და მწვერვალების დაპყრობა უსურვეს.
დღე ემოციური იყო, როგორც მეთორმეტეკლასელებისთვის, ასევე მთლიანად სასკოლო საზოგადოებისთვის.
უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს