„თქვენ ნამდვილად ღირსეული თაობა ხართ!“ - ცინარეთის საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა
19-05-2023
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ცინარეთის საჯარო სკოლაში საამაყო კურსდამთავრებულებს სკოლის დამთავრება საზეიმოდ მიულცეს.
მეთორმეტეკლასელებს პედაგოგებმა და მოსწავლეებმა წარმატებები უსურვეს და თეთრი პერანგები საუკეთესო სურვილებით აუჭრელეს. მოსწავლე-მასწავლებლებმა განვლილი წლები გაიხსენეს. პედაგოგებმა მოსწავლეებს გზა დაულოცეს. კურსდამთავრებულებმა კი მათ ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს.
სასკოლო საზოგადოებისთვის ეს დღე ძალიან ემოციური და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა.
„შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ცინარეთის საჯარო სკოლა გულითადად ულოცავს საქართველოს ყველა კურსდამთავრებულს ბოლო ზარს და განსაკუთრებით ჩვენი სკოლის საამაყო კურსდამთავრებულებს სრულიად ახალი ეტაპის დაწყებას დამოუკიდებელი ცხოვრებისაკენ. თქვენ ნამდვილად ღირსეული თაობა ხართ და გვჯერა, ასეთივე განსაკუთრებულ მომავალს შეიქმნით. წარმატებებს გისურვებთ ამ საინტერესო გზაზე!“,- ასე მიულოცეს კურსდამთავრებულებს სკოლაში.
უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს