„აქ სიყვარულია 2011 - 2023“ - წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში მე-12 კლასელებს „ბოლო ზარი“ შთამბეჭდავად მიულოცეს
19-05-2023
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა.
დილის 10 საათზე წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სავედრებელი პარაკლისი აღავლინა გიმნაზიის რექტორმა, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ. მან დალოცა კურსდამთავრებულები და ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატებები უსურვა.
მოსწავლეებს მიესალმნენ კლასის დამრიგებელი - თეა ხარაზიშვილი, მეთოდური მუშაობის ხელმძღვანელი - მარიამ (მაყვალა) ანთაძე, პირველი მასწავლებელი - მადონა ვარდოშვილი, საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი - ნანა (ციცინო) ანთაძე, ხელოვნების სკოლა-პანსიონის საცხოვრებელი კამპუსის კოორდინატორი - ნინო ცეცხლაძე, კლასგარეშე მუშაობის მენეჯერი - რუსუდან რევაზიშვილი, სასწავლო პროცესების მენეჯერი - მზიური კოჩალიძე.
კურსდამთავრებულებმა - გიგა ნაკაშიძემ, ლილი გაჩეჩილაძემ, იოანე ვარდუკაძემ, სანდრო კილაძემ, ლაშა სამხარაძემ - მადლობა გადაუხადეს სკოლის დირექციას და პედაგოგებს, თავდაუზოგავი ზრუნვისათვის, გაწეული შრომისა და ამაგისთვის და მხატვრულ-მუსიკალური ნომრები შეასრულეს.
საზეიმოდ გაიხსნა კლასის ვარსკვლავი სახელწოდებით - „აქ სიყვარულია 2011 - 2023“.
მოსწავლეებმა ერთმანეთს სამოსზე, საუკეთესო სურვილები და სამახსოვრო წარწერები დაუტოვეს. საზეიმოდ გაიჭრა გიმნაზიის ლოგოიანი, სადღესასწაულო ტორტი. მე-12 კლასელებმა მშვიდობის მტრედი და ფერადი ბუშტები ჰაერში გაუშვეს, იცეკვეს, იმხიარულეს, იმღერეს, ინსტრუმენტებზე დაუკრეს და მარტყოფის მონასტრის მოსალოცად გაემგზავრნენ.
გიმნაზიის დირექცია კიდევ ერთხელ ულოცავს კურსდამთავრებულებს სკოლის დამთავრებას და შემდგომ წარმატებებს უსურვებს!
უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს